01:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 13:43:17, 400 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი - საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ

ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშავოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რომ ამ მედიაციამ ნაყოფი გამოიღოს. ჩემთვის მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ არის მოსმენა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს", - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

მისი თქმით, შეხვედრების ფარგლებში განიხილება პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხი.

„მართლმსაჯულების რეფორმა, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ეს ის საკითხებია, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც არის განსჯის საკითხი და ზუსტად ამაზე ვიმსჯელებთ და მზად ვართ, რომ ამ საკითხებზე ვიმუშავოთ ამ დღებში“, - დასძინა მან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics