23:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 23:01:32, 704 ნახვა

სამართალი
აბაშაში 60 წლის ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს 1981 წელს დაბადებული მამაკაცი.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics