19:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 18:14:31, 655 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში სამოგზაუროდ ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო ხდება

თურქეთში სამოგზაუროთ ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო იქნება. შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას, რომელიც 15 მარტიდან ამოქმედდება, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანკეტაში მოგზაურის შესახებ რამდენიმე მონაცემი იქნება ასახული, მათ შორის სახელი, გვარი, ეროვნება, პასპორტის და ტელეფონის ნომრები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი. 

სპეციალური ფორმის შევსება მოგზაურობის მსურველებს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე მოუწევთ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის საზღვრის კვეთამდე მესაზღვრეები გადაამოწმებენ, შევსებული აქვს თუ არა მგზავრს ანკეტა. იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნება შევსებული ან მოქალაქეს ექნება შეტანილი მცდარი ინფორმაცია, შესაძლოა მას ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს. 

ამასთან, თურქული მხარის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაგრძელდება 2021 წლის 15 აპრილამდე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics