17:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 12:27:56, 371 ნახვა

საზოგადოება
11 მარტიდან „პოლიციის ფაილების“ მესამე სეზონი იწყება

დღეიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის - „პოლიციის ფაილების“ მესამე სეზონი იწყება.  სერიალი ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 23:00 საათზე გავა.

„პოლიციის ფაილები“ Investigation Discovery-ის  ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი სერიალია.  იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს და Nova Productions-ის  ერთობლივი პროდუქტია. 

სერიალი  მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს საქართველოს პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა, საგამოძიებო პროცედურები და დაანახოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა.

სერიალის  ძირითადი სცენარი აგებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც დღესდღეობით დიდ გამოწვევად რჩება საზოგადოებაში,  ესენია: ნარკოტიკებით ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაულის, კრიმინალური სამყაროს, კიბერდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.

ხუთშაბათობით ფილმის ნახვა მოქალაქეებს, ტელეკომპანია „იმედზე“ ჩვენების პარალელურად, სოციალურ ქსელშიც შეუძლიათ - შინაგან საქმეთა სამინისტროს და „პოლიციის ფაილების“ ოფიციალურ გვერდებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics