|
2021-03-10 14:09:25, 708 ნახვა
ეკონომიკა
სამეწარმეო სესხი
როდის სჯობს სამეწარმეო სესხის აღება არსებობის განმავლობაში ბევრი რისკიანი და გამბედავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ხშირად თავდაყირა აყენებს და უამრავ პასუხისმგებლოსთან ასოცირდება. ყოველი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სწორად უნდა გავთვალოთ რისკები, მზად ვიყოთ გაუთვალისწინებელი პრობლემებისთვის და უნდა გვქონდეს შინაგანი დრაივი, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. შეიძლება ყველა ასეთი ისტორია შამპანურის გახსნით არ მთავრდება, თუმცა ყოველთვის აქვს აზრი მოქმედებას და ახალი ტერიტორიების დაპყრობას. შეიძლება საბოლოო ჯამში ის შედეგი არ დაიდოს რისი მოლოდინიც გვაქვს, თუმცა მოძრაობის პროცესი ყოველთვის ბევრს გვასწავლის და საშუალებას გვაძლევს უამრავი ახალი რამ აღმოვაჩინოთ. ხშირად მსგავსი ქმედება საკუთარი სტარტაპისა თუ კომპანიის შექმნაა, რომელიც შეიძლება მეგობრის გარაჟში ან შენი სახლის სამზარეულოში დაიწყო. წინ ნამდვილად ბევრი იმედგაცრუება და მარცხი შეიძლება გველოდებოდეს, თუმცა რაც უფრო მეტია მარცხი, გამარჯვებაც მით უფრო გემრიელია. დასაწყისში ფინანსური ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორც წესი, სასურველია თანხის გარკვეული ნაწილი უკვე გქონდეთ, რათა გამოწვევებს მედგრად დაუხვდეთ, თუმცა ხდება ისეც, როდესაც საკმარისი თანხა არ მოგვეპოვება და გვიწევს სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებებს გავეცნოთ. ასეთ დროს საუკეთესო ალტერნატივა არის სამეწარმეო სესხი აიღოთ, ზუსტად სწორად შეაფასოთ რისკები, ჭკვიანურად გაანაწილოთ ფინანსები და ახალი ენერგიით შეუდგეთ თქვენი საქმის შენებას. სტატიაში გაგაცნობთ სამეწარმეო სესხის უპირატესობებსა და პირობებს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ან ფიქრობთ სესხის აღებას. პირობები სამეწარმეო სესხი საკმაოდ განსხვავებულია სხვა სახის სესხისგან, რადგან საპროცენტო განაკვეთს ბევრი დეტალი განსაზღვრავს. ასევე, შესაძლოა სხვადასხვა ბანკში განაკვეთი განსხვავებული იყოს, ამიტომ აუცილებლად მოიძიეთ დამატებით დეტალები, განიხილეთ ალტერნატივები და ყურადღებით გაეცანით სასესხო ხელშეკრულებას. სამეწარმეო სესხის საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრელი შეიძლება იყოს შემდეგი დეტალები: ბიზნეს საქმიანობა - სხვადასხვა საფინანსო კომპანიაში ზოგიერთი ბიზნეს საქმიანობა შესაძლოა მაღალი რისკის შემცველად შეაფასდეს და სესხის მიღების შანსი შეგიმცირდეთ. სესხის დამტკიცების რისკს შეიძლება ზრდიდეს ის ფაქტი, თუ ახლა იწყებთ ბიზნეს საქმიანობას და დარეგისტრირებული შპს ახალია. როგორც წესი, მინიმალური გამოცდილება ბიზნეს საქმიანობის განხორციელებაში არის 3 წელი და თუ ორგანიზაცია სტარტაპია, შესაძლოა სესხი არ დამტკიცდეს, შესაბამისად აუცილებლად იქონიეთ მხედველობაში ეს ფაქტიც. ასევე, თუ სტარტაპის გაკეთებას გადაწყვეტთ, საწყისი ფინანსები საწყის ეტაპზე შეიძლება აუცილებელი არც იყოს, პროტოტიპის შექმნის შემდეგ გაეცანით გრანტებისა თუ დაფინანსების სხვადასხვა წყაროებს და მოიძიეთ ინვესტორი. ბიზნეს გეგმა - სამეწარმეო სესხი რომ მიიღოთ, აუცილებელია კარგი ბიზნეს გეგმა შეიმუშაოთ და წარადგინოთ, რადგან დიდწილად სწორედ ეს ფატორი მოქმედებს სესხის დამტკიცებაზე და განსაზღვრავს საპროცენტო განაკვეთს. სესხზე განაცხადის შევსებამდე კარგად გადახედეთ არსებულ ბიზნეს გეგმას, შეისწავლეთ რამე ხარვეზი არ იყოს გაპარული და სწორად იყოს წარმოებული ინფორმაცია მენეჯმენტის, მარკეტინგული კვლევებისა და მიმდინარე შემოსავლების შესახებ. საკრედიტო ისტორია - თქვენი საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კრედიტის დამტკიცების შესაძლებლობაზე და ხშირად საპროცენტო განაკვეთსაც განსაზღვრავს. დადებითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მაღალი შანსია სამეწარმეო სესხი დაბალ პროცენტში მიიღოთ. ფულადი ნაკადების სტაბილურობა - სესხის დამტკიცებამდე საკრედიტო კომპანიისთვის აუცილებელია დარწმუნდეს თქვენი შემოსავლების სტაბილურობაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)