00:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 13:02:13, 444 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროპა თვლის, რომ ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საუკეთესო გზაა

„ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში თვლის რომ ახალი არჩევნები არის საუკეთესო გზა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში ასევე საუბარი იყო პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხზე.

„ევროპა არის უკიდურესად შეშფოთებული საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით და საკუთარ სტრატეგიულ ამოცანად მიაჩნია ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში ჩვენი ქვეყნისთვის ხელის შეწყობა. იყო საუბარი როგორც პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხზე, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ახალი არჩევნები არის, სავარაუდოდ, ყველაზე საუკეთესო გზა ამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და ეს პოზიცია დააფიქსირეს ფაქტობრივად ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics