18:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 17:00:11, 545 ნახვა

საზოგადოება
IDFI - 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა

21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა, - ამის შესახებ ანგარიშს IDFI ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ მიზნობრიობით განხორციელებული შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით, ხოლო ცალკეული უწყებების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია.

„2020 წლის ანტიკრიზისული გეგმით, მოქალაქეებისთვის პირდაპირი დახმარებების სახით გათვალისწინებული იყო  ერთ მლრდ. ლარზე მეტი, რაც მთლიანი ანტიკრიზისული ფონდის 29.5%-ს შეადგენს. ცალკეულ შემთხვევებში პირდაპირი  დახმარება განისაზღვრა ერთნაირი მოცულობით, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე მოსახლეობის მაღალ შემოსავლიანი ნაწილისთვის.

ანტიკრიზისული გარკვეული დახმარების პროგრამები მცირე მოცულობით იყო წარმოდგენილი და შესაძლებელი იყო აღნიშნული დახმარებების მოცულობის და მიზნობრივი სეგმენტის ზრდა. იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის ათვისება გარკვეული პროგრამების შემთხვევაში ვერ მოხერხდა.

საქართველოს სახელმწიფო ვალი 2020-2021 წლებში მშპ-ს 60%-ს გადააჭარბებს, რაც აღემატება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს“, - აღნიშნულია ინფორმაციში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics