18:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 15:47:00, 477 ნახვა

საზოგადოება
დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. 

დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიცმეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად,7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან.  ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სვანეთის რეგიონებში ეწევიან.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 9 მარტიდან დაიწყო და 31 მარტისჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამმართველოებში და შესაბამის მუნიციპალიტეტებში მიიღება:

  • ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.N25;
  • ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზ. N141;
  • ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ.N1;
  • მესტია, სეტის მოედანი N1;
  • ლენტეხი, თამარ მეფის ქ.N24;
  • თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

ბიზნესგეგმისა გამოგზავნაშესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც –  info@idp.gov.ge .





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics