18:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 18:10:58, 530 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იწყება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად გაეცნობა.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ძველი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, რომელიც არსებული მდგომარეობის გამო, წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. სპორტულ კომპლექსში, 1 000 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსდება:

  • მულტიფუნქციური დარბაზი;
  • სივრცე სამაგიდო თამაშებისათვის;
  • მცირე სპორტული დარბაზი;
  • ადმინისტრაციული ოთახები;
  • 186 კვ.მ გამწვანებული ტერიტორია;

სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 609 023 ლარს შეადგენს.

მსგავსი ცენტრების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზანი სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ახალგაზრდების ჩართვა და სპორტის სახეობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics