23:38 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 15:28:49, 639 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ მათი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნული პრობლემების ფართო სპექტრმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე.

როგორც მან აღნიშნა, ეუთო/ოდირის მიერ წინა დასკვნაში გამოქვეყნებული რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია.

„ძალიან ბევრი საკითხი არის ჩამოთვლილი, მაგრამ მთავარი არის, რომ ნათქვამია, მათ წინა დასკვნაში რაც ჰქონდათ რეკომენდაციები, ისინი შეუსრულებელია. ანუ ფართო სპექტრია წარმოდგენილი იმ პრობლემების, რომლის შედეგადაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიახ, ამ ყველა პრობლემის არსებობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე, ამას ეუთო/ოდირი ვერ დაწერდა, ეს ჩვენი სათქმელია, ამას მიუთითებს იგივე ევროკავშირის აქტიური ჩართულობა რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ მოლაპარაკებებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics