2021-03-06 13:45:27, 706 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს მედიცინის მუშაკები შეუერთდნენ
საქართველოს პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი, დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ.
მედპერსონალმა აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი კარვის გაშლა დააანონსა.
როგორც ცნობილია, გაშლილი კარავი იქნება სამედიცინო, სადაც მედპერსონალი პირველადი სახის დახმარებას გაუწევს აქტივისტებს.
ცნობითვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან