|
2021-03-05 12:25:08, 561 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე ეხვეწებოდეს
„მიხეილ სააკაშვილი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე ეხვეწებოდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, აცხადებს. როგორს მდინარაძე ამბობს, ოპოზიციაში პლებისციტთან დაკავშირებით განხეთქილებაა, რაც შეეხება ხელისუფლებას, ის როგორც ვადამდელი არჩევნების, ასევე პლებისციტის ჩატარების საკითხს არ განიხილავს. „ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ჩამოყალიბდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. თუ ისინი მოახერხებენ ერთი რაციონალური ნაბიჯის გადმოდგამს მაინც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ოპოზიციაში თავად არის განხეთქილება პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან იხვეწებოდეს. წარმოუდგენელი ამბავია, რაღაც ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან. წარმოუდეგენელია პლებისციტის საკითხი და წარმოუდგენელია ამით განსაზღვრო არჩევნები იქნება თუ არა. ეს არის არასერიოზული მოთხოვნა და წინადადება. ყველა რეალურ საკითხი შეიძლება იყოს საუბარი. როგორც რიგგარეშე, ასევე პლებისციტის საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)