|
2021-03-05 11:41:07, 395 ნახვა
მსოფლიო
ჟაირ ბოლსონარუ - შეწყვიტეთ წუწუნი COVID-19-ის გამო, როდემდე აპირებთ ტირილს?
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ СOVID-19-თან დაკავშირებით წუწუნი შეწყვიტონ. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. „შეწყვიტეთ წუწუნი. როდემდე აპირებთ ამაზე ტირილს? კიდევ რამდენ ხანს დარჩებით სახლში და ყველაფერს დახურავთ? ამას ვეღარავინ გაუძლებს. ვწუხვართ გარდაცვლილების გამო, მაგრამ გამოსავალი გვჭირდება“, - აღნიშნა ბოლსონარუმ. ცნობისთვის, ბრაზილიაში ოთხშაბათს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული, 1 910 შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი გარდაცვალების მაჩვენებელმა 1 699 შეადგინა. შემთხვევების ასეთ მატებას კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ, რომელიც ბრაზილიის ქალაქ მანაუსში წარმოიშვა.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)