|
2021-03-04 16:44:21, 551 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციაზეა დამოკიდებული - ვერ ყალიბდებიან, რა არის მათი მოთხოვნა
„მოლაპარაკების პროცესი პირველი წუთიდანვე დამოკიდებულია ოპოზიციაზე, რადგან ვერ ყალიბდებიან რა არის მათი მოთხოვნა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც ის ამბობს, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს, რა უნდათ და რას მოითხოვენ. „მოლაპარაკების პროცესი პირველი წუთიდანვე დამოკიდებულია ოპოზიციაზე იმიტომ, რომ ვფიქრობ, თვითონაც ვერ ყალიბდებიან ბოლობოლო რა არის მათი მოთხოვნა. ჩვენ კარგად გვახსოვს როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გათქვა მათი საიდუმლო, რომ მათ არ უნდოდათ მოლაპარაკებებზე საუბარი. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე. მათთვის მოლაპარაკებები იყო საბაბი, თუმცა მათი ყველა მოთხოვნა რომ შესრულებულიყო, მაინც არ აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას. დღესაც კი, მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი დრო გავიდა ამ პერიოდიდან, ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან. გამოვა ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის არის მისაღები, გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ამას ვინც ამბობს, ის არის მოღალატე და ეს არის ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული საკითხი. ჩამოყალიბდნენ, რა არის ის, რასაც ითხოვენ რა უნდათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)