21:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 16:04:04, 357 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი: სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ

საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.

„დევნილებზე ზრუნვა,  მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ყოველწლიურად, იზრდება. დევნილებს, თბილისსა და რეგიონებში ახალ აშენებულ კორპუსებში ბინებსგ ადავცემთ და სოფლად სახლებს შევუსყიდით. იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობდნენ ფართები უკანონდებათ.  სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics