14:48 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 14:21:07, 755 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძე ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე კულტურის ცენტრის, შშმ დღის ცენტრის, სასპორტო სკოლისა და ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყურადღება გამახვილდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ღონისძიებებზე, რომელიც ითვალისწინებს სპორტული სექციების, პროფესიული ანსამბლების რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლების, სასკოლო წრეების ამოქმედების საკითხებს.

ომარ ტაკიძემ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდა მკაცრად დაიცვან ის რეგულაციები და რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. შეხვედრას მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფრიდონ დავითაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics