|
2021-03-04 13:02:23, 551 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ხელაშვილი - ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის კონსტრუქციულობა
ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის პროგრესის ორ კვირაში მიღწევა შესაძლებელი იქნება. „პარტიის შიგნით მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმატით საუბარი. ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია. ამ მხრივ, ძალიან უხერხული იყო რაც გააკეთა ოპოზიციამ, როდესაც შეხვედრის დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მიაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას იმის შესახებ, თუ რაზე იყო საუბარი შეხვედრაზე. ჩემი ინფორმაციით, რაც ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იყო ის, რომ ბატონმა მიშელმა ქართულ ოპოზიციას ამ დებატებში მეტი კონსტრუქციულობისაკენ მოუწოდა და დაგვითქვა დრო, რომ 2 კვირის განმავლობაში უნდა მივაღწიოთ გარკვეულ პროგრესს. ვფიქრობ, ეს პროგრესი შეიძლება, რომ მიიღწეს. როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. შეგახსენებთ, რო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გამართა. მან ორივე მხარეს გარკვეული პროგრესის მისაღწევად ორკვირიანი ვადა მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)