22:14 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 11:19:46, 461 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა სთხოვა

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა სთხოვა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

„მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით შექმნილ მოსახლეობის წუხილს, მათ მიერ გამთქმულ წუხილს, რომელიც ჩვენ სზოგადოებაში გაჩნდა და კითხვები არსებობს, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, პროფესიონალური პასუხი, მე ვფიქრობ. რომ აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ კითხვებს, უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ ქალბატონი თურნავა და ბატონი დავითაშვილი, პირადად ჩავიდნენ ნამახვანჰესში და აუხსნან, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი, ასევ მინდა ვთხოვო მინისტრებს გამართონ შესაბამისი შეხვედრები და ამ პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოასმენები და ყველა შესაძლი კითხვას გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics