|
2021-03-04 11:02:10, 621 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გახანგრძლივდა
საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 2021 წელს ინფიცირების შემთხვევებმა საკმაოდ მოიმატა. „ჩვენ პანდემიის ურთულეს ნაწილში ვართ. ჰოსპიტალიზაციის არსებული ტემპის გამო, ჯანდაცვის სისტემა ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თვალსაზრისით შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა“, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ათენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რესურსები კვირეების განმავლობაში „გაუსაძლის ზეწოლას“ განიცდიდა. მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევები. ამასთან, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. ცნობისთვის, საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 702 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)