06:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 10:54:40, 1839 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 249 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 87 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 249 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 87 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც: 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  709, აჭარაში - 160, იმერეთში - 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 106, აჭარაში - 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 33 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 316 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 188, ხოლო აჭარაში - 24.

სულ  6 ოქტომბრიდან - 3 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 444 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 689 პირი, აჭარაში - 425, იმერეთში - 694", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics