|
2021-03-04 09:17:50, 487 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს
ოპოზიცია დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობას გამართავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გუშინ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს მათ შორის აქციების ნაწილში. გუშინ განვიხილეთ, რომ მოხდეს აქციების ფორმის მოდიფიკაცია იმისთვის რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკების ჩაშლის. ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის. მცირე საპროტესტო ღონისძიებების, რომლებიც დაგეგმილი იყო სასამართლოსა და პოლიციასთან, მოდიფიკაციას განვიხილავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)