22:16 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 15:15:07, 494 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ განცხადებები შარლ მიშელის ვიზიტამდე არსებულ სტატუს-კვოს დაუბრუნდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტამდე არსებულ სტატუს-კვოს დაუბრუნდა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა მანამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

„ვართ მზად იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს ხელისუფლებასთან და ის 6 საკითხი, რომელიც ჩარჩოს ფორმით გადმოგვცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, იყოს განხილული. მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ შევწყვეტთ აქციებს. ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაშია დაგროვებული იქნება გამოხატული.

ის განცხადებები, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა გააკეთა და „ქართული ოცნების“ მხრიდან გვესმოდა, თითქოს დაბრუნდა პრეზიდენტ მიშელის ვიზიტამდე არსებულ სტატუს-კვოზე. ისევ აგრესიული საუბარია იმაზე, რომ არ განიხილება რიგგარეშე არჩევნების საკითხი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი უბრალოდ პროპაგანდისტული განცხადებები იყო და რეალურად, მოლაპარაკებებში მათ ჩართვას ხელს არ შეუშლის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics