|
2021-03-03 10:11:25, 340 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა დაცული ტერიტორიების, ასევე, სურსათის უვნებლობისა და ლაბორატორიების გადაიარაღება/გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ჰუბერტ ქნირშს საქართველოში განხორციელებული მიზნობრივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის საკითხი. როგორც ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო გერმანიის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია; გერმანიის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)