|
2021-03-02 15:20:02, 455 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - თუ ორი კვირის თავზე პროგრესი არ იქნება, კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება
„თუ ორი კვირის თავზე პროგრესი არ იქნება, კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგლავა აცხადებს. როგორც უგულავა ამბობს, ღარიბაშვილი დღეს ისეთივე გაყეყეჩებული იყო, როგორც პარლამენტში ყოფნისას და ეს იმ ვალდებულების შესრულებას რომელი პარტნიორების თანდასწრებით აიღეს, არ ემსახურება. „ნახეთ, რომ ღარიბაშვილი გამოვიდა და სპეკულირებდა კვლავ კარტოგრაფების საქმეზე და ვნახეთ ღარიბაშვილი, რომელიც ისეთივე გაყეყეჩებული იყო, როგორც პარლამენტში. ეს არ შეუწყობს არანაირად ხელს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც აიღო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ღარიბაშვილს თუ ასეთ ლაპარაკით უნდა რომ გააგრძელოს საქმე, თავად მოუწევს 2 კვირაში ასოცირების სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, პირველ რიგში, ჩავა ხელცარიელი, თუ რაღაცით. ფაქტია, რომ თუ ორი კვირის თავზე რაიმე პროგრესი არ იქნება, კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)