05:25 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 11:23:38, 683 ნახვა

მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა რუსეთს ალექსეი ნავალნის საქმის გამო სანქციები, შესაძლოა, დღეს დაუწესოს

ამერიკის შეერთებული შტატები ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთს სანქციებს, სავარაუდოდ, დღეს დაუწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, აშშ ორი აღმასრულებელი ბრძანებით იმოქმედებს: 13661, რომელიც გამოიცა ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ და მეორე, 13382, რომელიც 2005 წელს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით გამოიცა.

ორივე ბრძანების მიხედვით, აშშ-ს ეძლევა საშუალება, სანქცირებულ პირებს გაუყინოს ამერიკული აქტივები და ამერიკულ კომპანიებსა და პირებს მათთან საქმის დაჭერა აუკრძალოს.

ამასთანავე, წყაროს ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე აპირებს მოქმედებას აშშ-ის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და ომის აღმოფხვრის შესახებ 1991 წლის კანონის შესაბამისად.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების სამიზნე რამდენიმე კერძო პირი იქნება, თუმცა მან ეს პირები არ დაასახელა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics