|
2021-03-01 16:49:36, 619 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ბოლომე შეტოპვის შემთხვევაში, სანქციები ნამდვილად ელით
„ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ბოლომე შეტოპვის შემთხვევაში, სანქციები ნამდვილად ელით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს. მისი თქმით, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მკაფიოდ უნდა დაინახონ ის საფრთხე, რაც შეტოპვის შემთხვევაში მოხდება. „არასოდეს საქართველოს ახალ ისტორიაში, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ ბოროტების, საბჭოთა რუსეთის ნგრევის შემდეგ, არ დამდგარა საკითხი სანქციების დაწესებაზე. ჩვენი თვითმიზანი არ არის სანქციები ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენი მიზანი არის ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მკაფიოდ უნდა დაინახონ, ის საფრთხე თუ შეტოპავს ბოლომდე, რა მოხდება. თუ შეტოპავს ბოლომდე, ნამდვილად ელის სანქციები და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ თავისუფალ სამყაროს ყველა არგუმენტი მივაწოდოთ, რატომ არის ეს საფრთხე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)