|
2021-03-01 10:50:00, 440 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს როგორც არასდროს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს. „დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა და დღეს როგორც არასდროს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა შეუშალოს ხელი. ევროკავშირს ჩვენგან მეტი სტაბილურობა სჭირდება. მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე. შევთანხმდით რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს შიდა სტაბილურობა და შერიგება სჭირდება. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)