|
2021-02-28 16:04:32, 516 ნახვა
საზოგადოება
მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ორი კვირა აქვს - ქუთაისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია დასრულდა
ქუთაისში "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად ორი კვირა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალაქის პიკეტირება მოხდება. "ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანი არის ის რომ ხეობა, რომელიც ჩვენი კოლექტიური საკუთრებაა არავინ არ ვიცოდით მისი უცხოელისთვის გადაცემის შესახებ. რატომმ უნდა დაუმალო საზოგადოებას ასეთი ამბავი თუკი ის მართლა სარგებლის მომტანი იყო მოსახლეობისთვის. მოვითხოვთ გაგვიწიონ იმ ათასობით ადამიანს ანგარიში, რომელიც დღეს ამ აქციაზე ვდგავართ და უკან წაიღონ ის თავისი დადგენილება, რომელიც არის უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და აღიარონ თავისი დანაშაული. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია, კიდევ ერთხელ ვამბობ აღიარონ შეცდომა, დაგვიბრუნონ ხეობა და ეს თურქული კომპანია გაუშვან აქედან . ვიცი რომ ყველა აღელდით თურქის ფეხების ბაკუნის გამო ნამოხვანში, მე დარწმუნებული ვარ რომ ბეევრი თქვენგანი სწორედ ამის გამო მოხვედით იქ. ჩვენ პატივს ვცემთ სხვა სახელმწიფოებს, თუმცა ნურავინ გაბედავს შეეხოს ჩვენს ღირსებას. თუ ვინმეს გონია, რომ ქვას გვასროლინებენ და მერე გაგვანეიტრალებენ და იტყვიან რომ ეთნიკურ შუღლს ვაღრმავებთ არ გამოუვათ. ქართველ ხალხს საქმის კეთება პარტიულობის გარეშე შეგვიძლია. ნუ გვაშინებენ იმით, რომ გავტყდებით, ჩვენ საკუთარი მიწის დაცვა არასდროს არ მოგვწყინდება, თუ ამ ყველაფერს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ეს იქნება მინიშნება, რომ ის დაპირისპირებას აღრმავებს. ჩავთვლით რომ ისინი არ ფიქრობბენ ჩვენზე და ამ შემთხვევაში ჩვენ მათ დავუპირისპირდებით, არავის არ ვაშინებთ, მაგრამ ნუ გვაიძულებენ ქვების სროლას, ეს არასწორი ფორმაა. ჩვენ ვიქნებით აქაც, გარეჯშიც და აფხაზეთშიც. ვერავინ ვერ მოგვერევა, რადგანნ სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ხელისუფლება ჩვენს ხმას თუ არ მოისმენს, იძულებული ვიქნებით, ქუთაისის პიკეტირება მოვახდინოთ. ორი კვირის შემდეგ ისევ აქ მოვალთ და აღარ წავალთ“, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ჰესის საწინაღმდეგო აქციები უკვე 126 დღეა რაც მიმდინარეობს. დღეს აქციის ლოკაცია შეიცვალა და ხეობის ნაცვლად ხალხმა ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე გადაინაცვლა.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)