|
2021-02-27 13:29:49, 561 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები საქართველოში გატარებულ რეფორმებს ენდობიან
პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები საქართველოში გატარებულ რეფორმებს ენდობიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P" - ის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB" დონეზე შენარჩუნების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები და ერთგულება რეფორმების კურსისადმი. „კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა. მანამდე, Fitch - ის სარეიტინგო სააგენტომაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და რეიტინგი შეუნარჩუნა საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას. მთავარი, რაც აღნიშნულია ანგარიშში, ისაა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი და ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია, რაც აამაღლებს საქართველოს, მისი საინვესტიციო გარემოსა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო ნდობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. „S&P"-ის შეფასებით, საქართველოს რეიტინგის მხარდამჭერ ფაქტორებს წარმოადგენს: საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე, მცურავი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების დროულად მიღება. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერე და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა, რასაც, თავის მხრივ, საფუძველს უქმნის ქვეყანში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა, ყველა სარეიტინგო კომპანიის მიერ აღიარებულია საქართველოს რეიტინგის ძლიერ მხარდამჭერ ფაქტორად.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)