|
2021-02-27 10:00:54, 400 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2021-2027 წლების ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ჰელენ სანდ ანდრესენმა აღნიშნა, საქართველო ნორვეგიის სამეფოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და, შესაბამისად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმის, გარემოსდაცვითი და აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ელჩის მრჩეველი მარკო სოლდიკი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)