|
2021-02-26 11:58:34, 399 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირი და FAO საქართველოს მთავრობას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულების გაძლიერებაში ეხმარებიან
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რეგულარულ ონლაინ სესიებს მართავს საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ. ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მთავრობისთვის გასცეს რეკომენდაციები გარემოს დამზოგავი მეთოდების საველე სამუშაოებში ინტეგრირებისა და სოფლის მეურნეობით გამოწვეული სასათბურე გაზების შემცირების შესახებ. სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და პერიოდულად მოიწვევს არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)