13:26 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 14:29:42, 445 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა ქართველ ფერმერებს პანდემიის პერიოდში

აგროსექტორში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ქართველი ფერმერებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაადვილება ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ერთ-ერთი მთავარი, რაც COVID-19 კრიზისმა გამოკვეთა სოფლის მეურნეობის სფეროში მედეგობის გამომუშავების აუცილებლობაა“, - ამის შესახებ ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერმა, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში  FAO-ს და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სადემონსტრაციო ნაკვეთების მონახულებისას განაცხადა.

ENPARD პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ევროკავშირმა და FAO-მ მოაწყვეს 40-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც  ფერმერებს  შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ დაეთვალიერებინათ და გაეცნოთ საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები. მთელი ქვეყნიის მასშტაბით, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი აგრონომების მიერ ჩატარდა. პანდემიის პირობებში ქართველი ფერმერების დახმარების მიზნით, ევროკავშირმა და FAO-მ ასევე შეიმუშავეს დაფინანსების მექანიზმი.  2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებზე, მეწარმეებსა და მცირე მეწარმეებზე გაიცა 8,5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების 132 გრანტი. საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ფერმერებმა მიიღეს წვეთოვანი სარწყავი სისტემები, სასოფლო სამეურნეო მოწყობილობები და ტექნიკა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics