|
2021-02-24 22:31:55, 405 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა. ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. იწმინდება ასევე, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზები. სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო. დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)