|
2021-02-24 18:51:13, 521 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - საქართველოს მეგობრობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ კეკლუცობას არ ნიშნავს
„ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი ლიეტუვის სეიმის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა. ოხანაშვილის თქმით, საქართველოს მეგობრობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ კეკლუცობას არ ნიშნავს. „შესაბამისი პოლიტიკური პირები დაინტერესდნენ იმით, თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა. იყოს ეს თუ არა შეთანხმებული და საერთოდ ის ინტერვენცია, რომელიც ამ ადამიანმა განახორციელა იყო თუ არა მეგობრული და ეფუძნებოდა თუ არა ორივე მხარის მიმართ მოწოდებას. საქართველოს მიმართ მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარის მიმართ იყო ნეიტრალური, ობიექტური და მოუწოდებდნენ თანაბრად ყველას, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა. საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან ამას საჯაროდ აფიქსირებდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის გამო, განმარტებისთვის ლიეტუვის პარლამენტში დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)