|
2021-02-24 18:41:12, 567 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძის განცხადებით, კონგრესმენების შეფასებების შემდეგ, „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების შემოღება დროის საკითხია
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ასე გააგრძელა, სანქციების შემოღება დროის საკითხი იქნება. როგორც მან აღნიშნა, ამერიკელი კონგრესმენები ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა წარსულში დარჩა. „ის, რასაც დღეს ვხედავთ აღარ არის კრიტიკის ტალღა, ეს არის კრიტიკის ზვავი, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა დაატეხა საკუთარ თავსაც და ჩვენს ქვეყანასაც. როდესაც ამერიკის კონგრესის ორივე პალატის ოთხი წამყვანი კონგრესმენი, რომელთა ხელშიც არის ამერიკასთან ურთიერთობა, ოფიციალურად დაწერილ ტექსტში იყენებს ტერმინს პოლიტიკური პატიმარი და ახსენებს კონკრეტულ გვარებს; როდესაც ეს ადამიანები ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა არის წარსულში, ამ გზაზე გარდაუვლად იქნება სანქციები. მე ყოველთვის სკეპტიკურად და ფრთხილად ვუყურებდი სანქციების რეალისტურობას, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ასე გააგრძელა, სანქციების შემოღება არის უბრალოდ დროის საკითხი“, - განაცხადა დავით ბაქრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)