|
2021-02-24 14:44:23, 469 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა რაიონის ნოტარიუსებთან შეხვედრებს მართავს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ და გამგეობის წევრმა ცირა ლომაიამ დუშეთის ახალ დანიშნული ნოტარიუსები მოინახულეს. დავით ფუტკარაძე და ცირა ლომაია ნოტარიუსების, ქეთევან ლიპარტიანის და სვეტლანა კლოიანის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ და გამგეობის წევრმა ახალ დანიშნული ნოტარიუსების პრაქტიკული საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემები მათთან ერთად განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს. ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ნოტარიუსებს, რომლებიც სანოტარო საქმიანობას სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ, ეცნობიან მათ სამუშაო პირობებს და იმ საჭიროებებს, რომელთა მოგვარებაშიც მათ პალატის დახმარება სჭირდებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას ნოტარიუსთა პალატა ახალდანიშნული და იმ ნოტარიუსების მიმართ იჩენს, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში საქმიანობენ. სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტული მიმართულებაა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დაწყებული სანოტარო რეფორმის შედეგად დღეს სანოტარო მომსახურება უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. 2013 წლიდან ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც ან არასდროს ყოფილა ნოტარიუსი, ან დიდი ხნის მანძილზე არ იყო სანოტარო ბიუროები. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებენ, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებს, რომლებიც ასეთ რაიონებში საქმიანობენ, მატერიალურ დახმარებასაც უწევს. რაიონის ნოტარიუსებთან გამგეობის წევრების შეხვედრა მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)