|
2021-02-24 13:32:00, 605 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: იქნება პიკეტი, მანიფესტაციები ყველგან - „ქართული ოცნების“ დეპუტატების ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს
იქნება პიკეტი და მანიფესტაციები ყველა ქალაქში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა სამართალდამცველის სახელი, რომელიც ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, სირცხვილის ბოძზე იქნება გამოკრული. „ყველაფერს, რის საშუალებასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს, უნდა ველოდოთ. პიკეტი, მანიფესტაციები ყველა ქალაქში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ყველგან, იმიტომ, რომ ეს მიწა არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეგობრებო, რომ აქ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ, ამ ფუფუნებას თქვენ ვერ მიიღებთ. ამიტომ ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ ის სამარცხვინო რამ, რაც მათ ჩაიდინეს და მათი კოლეგა რომ ციხეში გაუშვეს, მხოლოდ მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად სიცხვილის ბოძზე გამოკრული და ასევე, ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცავებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდუალურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა. ყველა ბოძზე იქნება მათი გვარი გამოკრული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)