|
2015-10-07 16:27:09, 2614 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში "რუხი მოლი"–ს მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ –ს მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების პროცესი დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამოყვანილია საძირკველი და ბეტონის საყრდენი კონსტრუქციები. „რუხის სავაჭრო ცენტრი მულტიფუნქციური იქნება და ის 4 ჰექტარზე განთავსდება. ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ასევე ვეტერინარული კლინიკა განთავსდება.. სავაჭრო ცენტრში ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება იმისითვის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური ხარისხის მომსახურეობა და პროდუქტი მიიღოს რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ ასევე დევნილ მოსახლეობას ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე ერთ სივრცეში ისარგებლოს ყველა სახის მომსახურებით“, - ნათქვამია ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)