2021-02-23 22:48:49, 1047 ნახვა
კომენტარი
სენატორი ვიკერი - საქართველოს ლიდერებმა მავნე რიტორიკა უნდა განმუხტონ და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი
„საქართველოს ლიდერებმა მავნე რიტორიკა უნდა განმუხტონ და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი“, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი როჯერ ვიკერი სოციალურ ქსელში წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეწუხებულია ნიკა მელიას უკანონო დაკავებით.
„შეწუხებული ვარ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას უკანონო დაკავებით.
საქართველოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო მოწოდებები, რათა განმუხტონ მავნე რიტორიკა და დაასრულონ ეს დესტაბილიზაციური პოლიტიკური კრიზისი.
დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა გაიმარჯვონ“, – წერს სენატორი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,