16:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 17:18:46, 591 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას მამა - მივმართავ მთავრობას, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება

მივმართავ მთავრობას, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია არის ვაჟკაცი, რომელიც ყველაფერს გაუძლებს.

„არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვება, თქვენ ნახეთ ნიკა თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია. თქვენ იცით, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“,, - განაცხადა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საანონმდებლო ორგანოსთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics