16:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 16:56:28, 668 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ახლა მთავარია მობილიზაცია, მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა და შეტევა

ახლა მთავარია მობილიზაცია, მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა და შეტევა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ექს-პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა და აღნიშნა, რომ ვერ წარმოუდგენიათ როგორი იაღლიში მოუვიდათ დღეს, ნიკა მელიას დაკავებით და როგორ დამარცხდნენ.

„მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია, ამაში ვარ დარწმუნებული, გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხიდთ. ბევრად მწარედ დამარცხდით დღეს, ვიდრე გასულ წელს ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ახლა არის მთავარი მობილიზაცია. მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა. ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არა აქ თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics