16:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 15:42:51, 492 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციამ 26 თებერვალს, 15:00 საათზე მასშტაბური აქცია-მსვლელობა დააანონსა

ოპოზიციამ, რომელიც ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავს, 26 თებერვალს აქცია დააანონსა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, აღნიშნული აქცია 15:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება.

„მიუხედავად მძიმე პოლიტიკური კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გვესმოდა კონსტრუქციული წინადადებები ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიცია გამოვიდა წინადადებით და მათ შორის, ეს იყო ნიკას ინიციატივა, რომ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისი გადაწყვეტისთვის აუცილებელი იყო შეთანხმება და მოლაპარაკებები და ამისთვის, საერთასორისო პარტიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადავდეთ 25 თებერვლის აქცია.

დღეს მოხდა ის, რაც მოხდა, ბოლშევიკების მიერ ჩვენი ოფისის დარბევა, ნიკას გატაცება, ადამიანების დაშავება და ახლა ჩვენ, თითოეული პატრიორი, მეგობარი და ნიკა, მოგიწოდებთ 26 თებერვალს, 3 საათზე, ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, რაც მთავარია, ეს იქნება მსვლელობა, რომელიც იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics