2021-02-23 09:19:16, 452 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - საქართველოში 23 თებერვალს დიქტატურა გაფორმდა
ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულვამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე განაცხადა.
მისი თქმით, 23 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დიქტატურა გააფორმა.
„ბროლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება. საქართველოში 23 თებერვალს გაფორმდა დიქტატურა. საბჭოთა არმიის დღეს ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა გააფორმა. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი, ამას არ შევეგუებით. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბძოლებთ. უკომპრომისო ბძოლა იქნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,