|
2021-02-22 13:37:17, 490 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები მიუღებელია და პირადად ჩემთვის, არაფერს ნიშნავს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას აღმაშფოთებელს და მიუღებელს უწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნისნა, პირადად მისთვის, ჟიგიმანას პავილიონისის განცხადებები, არაფერს ნიშნავს. „რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ნაცმოძრაობიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)