|
2021-02-22 13:14:22, 417 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას მიუღებელს უწოდებს
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას აბსოლუტურად მიუღებელს უწოდებს. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორია არის ტკივილი და ამ ტერიტორიის დაკარგულად მოხსენებას, საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება. „როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება, ჩვენთვის ერთ-ერთი პარტიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, რომ შეასრულოს ფასილიტატორის როლი, ვფიქრობ, ცოტა გასაკვირია, რადგან ამ როლს, საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის აშშ-ის ელჩი და ევროკავშირის ელჩი, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი ხდება, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის კონკრეტული ადამიანის განცხადებები და ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, მისი განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო, რომ თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ, აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადება. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, განვეწყობით ამგვარად, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი და აბსოლუტურად მიუღებელია, თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს, ამას საქართველოს მოსახლეობა და საქართველო არასდროს შეეგუება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)