|
2021-02-22 12:21:40, 544 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას ულტიმატუმის ენით ესაუბროს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილ;ის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციასა და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს. როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გასულია კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებიდან. „როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით. ნამდვილად არ იმყოფება „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს. თუ ოდნავ მაინც გონიერების ნატამალი აქვს შერჩენილი ხელისუფლებას, დროულად უნდა მიუსხდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დროულად უნდა მონახოს გზა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა. რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ქვეყანაში, „ქართული ოცნება“ მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გასულია კონსტიტუციისა და ზოგადად კანონის ფარგლებიდან. ეს კანონი მათთვის არ მოქმედებს და რა თქმა უნდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ იმ უკანონობისა და უსამართლობის, რომელიც გამეფებულია ქვეყანაში“, - განაცხადა უდუმაშვილმა. ზაალ უდუმაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი პრობლემები გადაიჭრას. „ასეთ უსამართლობასა და უკანონობას უნდა დავუპირისპიროთ აუცილებლად შესაბამისი ძალა. სწორედ დღეს, მთლიანად გაერთიანებული ოპოზიცია, ახალი ეროვნული მოძრაობა დგას თავისუფლების, დემოკრატიისა და ჩვენი ეროვნული მომავლის სადარაჯოზე. ჩვენ ერთად ვიბრძვით ამისთვის და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. რაც შეეხება ვადების დაწესებას, ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“, რომ დავმჯდარიყავით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამასვე მოუწოდებენ მათ მთელი საერთაშორისო პარტნიორები და უკვე სანქციებზე დაიწყო საუბარი იმ შემთხვევაში, თუ ამ უგუნურ გადაწყვეტილებაზე არ აიღებენ ხელს. ასე რომ, თუ აღელვებთ ამ ქვეყნის ან თუნდაც საკუთარი პიროვნული და მათი ოჯახების მომავალი, დროულად მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა გადავწყვიტოთ ის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)