|
2021-02-22 12:09:47, 495 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს, ყოვლად დაუშვებელია
ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განცახადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურსა და თითოეულ პოლიციელს, მხარდაჭერა გამოუცხადა. „მინდა, პირველ რიგში დავიწყო იმით, რომ ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს. მინდა, ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა. მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა, პოლიციელი არის გმირი, მეგობრებო. 24 საათის განმავლობაში ჩვენი პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ ჩვენ გვეძინოს მშვიდად. ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც მომდინარეობს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. ამიტომ, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. სრული მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ვახტანგ! სრული მხარდაჭერა ჩვენს პოლიციას და მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის“, – განაცხადა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)