14:09 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 11:35:22, 517 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 30 წლის განმავლობაში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბევრი ცუდი დავმართეთ სამშობლოს

ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგი შეცდომა გამოუცდელობით, ზოგი უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლობით არის დაშვებული.

„გავლილი წლები, ჩვენი ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ნაწილია, რა თქმა უნდა, უამრავი კარგი მოვლენის, მიღწევის, ფასდაუდებელი გამოცდილების გამო, ძალზე ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით. რა თქმა უნდა, არსებობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, როგორც შიდა და გარე მტრებიც, ობიექტური სიძნელეებიც, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდილეობით, ზოგიც უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ზოგიც მერკანტილური მიზნებით, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ამ 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics