11:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 15:48:18, 565 ნახვა

პოლიტიკა
არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს - „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს - ამ ტრანსფარანტით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, მათი ძირითადი მოთხოვნაა, ქვეყანაში ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

ამასთანავე, აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, დაიწყება უმრავლესობის შეხვედრა, სადაც, სავარაუდოდ  პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას განიხილავენ და შესაბამისად, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics