11:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 14:15:32, 396 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ მხარეებს, დაანებონ კუნთების თამაშს თავი და დასხდნენ მოლაპარაკებებზე

ერთადერთი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ ვისაც აღმოაჩნდა პრაგმატიზმი, არის გიორგი გახარია, მისი გადაწყვეტილება იყო აბსულუტურად სწორი, - ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება.

ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა მხარეებს, დაანებონ კუნთების თამაშს თავი და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

„მიუხედავად წლების განმავლობაში გიორგი გახარიასადმი პირადად ჩემი დამოკიდებულებისა, ერთადერთი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ ვისაც აღმოაჩნდა პრაგმატიზმი, არის გიორგი გახარია, მისი გადაწყვეტილება იყო აბსულუტურად სწორი. ის, რომ ქვეყანა არ უნდა შევიდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, ქვეყანა არ უნდა წავიდეს ესკალაციის გზით ფაქტია და ვინც აქეთ გადადგამს ნაბიჯს, როგორც გახარია, რომელმაც არ გაამძაფრა ვითარება, არ მივიდა სისხლისღვრამდე, ეს არის სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება.

ორი დღის წინ, ზუსტად ამ დარბაზში მე და ლევან იოსელიანი ვაფრთხილებდით „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოეხსნათ უფლებამოსილება ნიკა მელიასთვის, ვეუბნებოდით, რომ ჩიხში შევა სიტუაცია და ეს ხდება ზუსტად. ჩვენთან მიღებული წესია, რომ ოპოზიცია რაღაცას რომ გეუბნება, უნდა დააიგნორო, ამ იგნორის შედეგია, ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს თავისი უგუნურობით იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, ამის შედეგად ჩამოვიდეს სააკაშვილი და სული ამოხადოს ქვეყანას. ერთი ამბობს, გირაოს არ გადავიხდი, მეორე ამბობს, მაინც დაგიჭერ, მიიყვანეს და საბოლოოდ ვერ მიიყვანეს პოლიცია ოფისში, ამ კუნთების თამაშის დროს ორივე მხარეს ავიწყდება მთავარი ამ პანდემიის დროს ქვეყანას ეს არ სჭირდება. პაციენტები ტვირთის გადამზიდი მანქანებით გადაჰყავთ. კუნთების თამაშს თავი დაანებონ და დასხდნენ მოლაპარაკებებზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში განიმუხტოს ვითარება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics